კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 791 ახალი შემთხვევა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 28 და გამოჯანმრთელდა 2 413 ადამიანი. 

1-ლი ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 25 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 262 აქტიური შემთხვევაა, 31 ოქტომბერს ეს რიცხვი 15 912 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები