აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიის შემდეგ პენსილვანიაშიც გადაასწრო

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთ შტატში, პენსილვანიაში გადაასწრო, სადაც უკვე ხმების 98%-ია დათვლილი. ამ დროისთვის ბაიდენს 49.5% (3 295 315 ხმა) აქვს, ტრამპს კი - 49.4% (3 289 731 ხმა).

მანამდე ბაიდენმა ტრამპს გადაასწრო ჯორჯიის შტატში, სადაც ხმების 99%-ია დათვლილია და ბაიდენს 1 097 ხმით მეტი აქვს მიღებული.

ხმების დათვლა გრძელდება ალასკის და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებშიც, სადაც ტრამპი ლიდერობს. ასევე ნევადაში და არიზონაში, სადაც ბაიდენია პირველ ადგილზე.

ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, მას კიდევ ჩვიდმეტი ხმა სჭირდება. პენსილვანიის მოგების შემთხვევაში ის 20 ხმას მიიღებს.

დონალდ ტრამპი არჩევნების მოპარვაზე საუბრობს და ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვს. მის გუნდში ამბობენ, რომ იმ შტატებში, სადაც ტრამპი მცირე სხვაობით დამარცხდა, ხმების გადათვლას მოითხოვენ.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები