პლას­ტი­კით გად­მო­ცე­მუ­ლი ევო­ლუ­ცია

 ორ­შა­ბათს, 19 აპ­რილს, კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­დი სცე­ნა ქუ­თა­ი­სის 45-ე სა­ჯა­რო, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ­თა სკო­ლა-­პან­სი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებს და­ეთ­მო. მათ წარ­მო­ად­გი­ნეს 45-წუთიანი „ევოლუცია” - მი­მოდ­რა­მა ერთ მოქ­მე­დე­ბად.
შავ­-­თეთრ ფე­რებ­ში შე­მო­სი­ლი 12 მოს­წავ­ლე შთამ­ბეჭ­და­ვი მუ­სი­კის თან­ხ­ლე­ბით წარ­მო­ად­გენ­და ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს. დახ­ვე­წი­ლი პლას­ტი­კით ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ადა­მი­ა­ნი და­სა­ბა­მი­დან გა­ნიც­დი­და, სიყ­ვა­რუ­ლით დაწყე­ბუ­ლი, ბრძო­ლე­ბით და გარ­დაც­ვა­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი...
ყვე­ლა­ფე­რი 2009 წელს და­იწყო, რო­დე­საც 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­ედ­გა სპექ­ტაკ­ლი პლას­ტი­კი­სა და მი­მი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამის­თ­ვის მი­იწ­ვი­ეს ქუ­თა­ი­სის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი გი­გა მი­ქა­ძე.
სექ­ტემ­ბერ­ში, ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჩა­ტარ­და ქუ­თა­ი­სის სას­კო­ლო თე­ატ­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი 2009/2010, რო­მელ­შიც 32 სა­ჯა­რო სკო­ლა იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჟი­უ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, კო­ტე აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სპექ­ტაკ­ლი, დრა­მის, კო­მე­დი­ი­სა და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის ჩათ­ვ­ლით. სწო­რედ ამ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­ჯ­ვა 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლამ, რო­მელ­საც პრე­მი­ის სა­ხით 3000 ლა­რი გა­და­ე­ცა.
სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ 13-18 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბი. მა­თი უმე­ტე­სო­ბა აპი­რებს, პრო­ფე­სი­ად მსა­ხი­ო­ბო­ბა აირ­ჩი­ოს. სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი პირ­ვე­ლად ეს­ტუმ­რ­ნენ თბი­ლისს და ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­დ­ნენ. მათ შო­რის იყო ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, 16 წლის გი­ორ­გი შურ­ღუ­ლა­ი­ა. „ძალიან მო­მე­წო­ნა დე­და­ქა­ლა­ქი. უკან წას­ვ­ლა არ მინ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკლს, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ,” - ამ­ბობს გი­ორ­გი.
ქუ­თა­ი­სის 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლა-­პან­სი­ო­ნი ერ­თა­დერ­თი სკო­ლაა მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

კომენტარები