რუსეთის სპეცსამსახურები

საიდუმლო დოკუმენტი ”რუსეთის მტრების” ლიკვიდაციის შესახებ

რუსეთის დაზვერვამ გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური სტრუქტურა საზღვარგარეთ მცხოვრები ”რუსეთის მტრების ” ლიკვიდაციისთვის  წერს Daily MaiI  დოკუნეტზე დაყრნობით, რომელიც  Daily Telegraph  -ს ჩაუვარდა ხელში. ის 2003  წლის 19 მარტით თარიღდება და ხელმოწერილია  ეფესბეს  გენერალ-პოლკოვნიკის  ნაჩაევის მიერ. Daily Mail  განმარტავს, რომ ეს დოკუმენტი  მიღებულ იქნა ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობამდე 4 წლით ადრე და  მისი საშუალებით დაადგინეს, რომ  რუსეთის გარეთ ” რუსეთის მტრების” სალიკვიდაციო სამუშაოები   2004 წლის 1 მაისიდან უნდა დაწყებულიყო.   სამუშაოებში იგულისხმებოდა თვალთვალი, იდენტიფიკაცია, ამასთან,  საიდუმლო დოკუმენტი უშვებს  რუსეთის ფედერაციის გარეთ: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში,  ახლო აღმოსავლეთში ან ევროკავშირის ქვეყნებში,  უკანონო, ექსტრემისტული ორგანიზაციების ლიდერების ლიკვიდაციას. აგრეთვე,   რუსეთიდან გაქცეული, ფედერალური  ორგანოების მიერ ძებნაში მყოფი პირების ლიკვიდაციას -  შენიშნავს  გამოცემა     

კომენტარები