დნესტრისპირეთ

საქართველო გმობს დნესტრისპირეთში ჩატარებულ არჩევნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო  2011 წლის 11 დეკემბერს, დნესტრისპირეთში, მოლდოვას რესპუბლიკის სეპარატისტულ რეგიონში, გამართული  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ  საქართველო, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმებიდან გამომდინარე, აღიარებს მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და, შესაბამისად, არ ცნობს სეპარატისტულ რეგიონში გამართული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ უკანონო არჩევნების ჩატარება ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან და თანმიმდევრულ  მოწესრიგებას.  

კომენტარები