საფრანგეთი

ჟაკ შირაკს 2 წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდეს

საფრანგეთის სასამართლომ  ჟაკ შირაკი დამნაშავედ სცნო  საზოგადოებრივი სახსრების ბოროტად გამოყენებაში  და  მას  ორი წლით პირობითი პატიმრობა  შეეფარდა.

ქვეყნის ისტორიაში ეს სახელმწიფოს მეთაურის პირველი გასამართლებაა , 1945 წელს ნაცისტებთან კოლაბორაციონისტ  მარშალ ფილიპ პეტენის შემდეგ.

80 წელს მიტანებულ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს  ბრალი    დაედო 1977-1995 წლებში,  პარიზის მერობისას თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ იმაში, რომ ის თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს უხდიდა ხელფასს არარსებულ თანამდებობებზე.  

კომენტარები