კახეთი

გრემი - წლის პროექტი

გრემის არიქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლის ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტად გამოაცხადა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კახეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დღეს, 21 დეკემბერს , განახლებული კომპლექსის პრეზენტაცია იმართება.

 ისტორიული ქალაქი გრემი სრულად განახლდა. აღდგენილია მთავარანგელოზის კომპლექსში შემავალი ყველა არქტიტექტურული ძეგლი: მთავარანგელოზის ეკლესია, სამეფო რეზიდენცია, სამრეკლო, გალავანი და უძველესი მარანი. განახლდა გრემის ნაქალაქარის ისტორიული სავაჭრო უბანი - ქულბაქები, თარსა გალავანი, აღდგენილია ნაქალაქარის გუმბათჩამოშლილი ეკლესიაც. პირვანდელი სახე დაუბრუნდა ივერის ღვთისმშობლის ეკლესიას. გაითხარა და კონსერვაცია ჩაუტარდა სავაჭრო უბნის აბანოსა და ქარვასლას და ა.შ. პროექტის ფარგლებში, გრემის ნაქალაქარსა და მთავარანგელოზის კომპლექსის ტერიტორიაზე, აშენდა ახალი მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა ქალაქის ისტორიას, მის მნიშვნელობასა და როლს ქვეყნის განვითარებაში.

 

კომენტარები