ქართული კინო

ახალი მხატვრული ფილმი - შავი თუთა

დღეს, 30 ინვარს, 18 საათზე კინოთეატრი „ამირანის“ მცირე დარბაზი ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტს უმასპინძლებს. რეჟისორ გაბრიელ რაზმაძის ნამუშევარი, ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „შავი თუთა“, რომელსაც მაყურებელი პირველად იხილავს, მოზარდების სიყვარულის ისტორიას ასახავს. დრამის მოქმედი გმირები, 16 წლის ნიკა და ანი ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან ჭიათურაში.

ფილმის ქრონომეტრაჟი 28 წუთია და მისი წარმოებისათვის სახელმწიფომ 29 000 ლარი გამოყო. მთავარ როლებს მსახიობები მაქსიმე მაჩაიძე, ნატა ბერაძე, ზურა ბეგალიშვილი და თამარ ბუხნიკაშვილი ასრულებენ. პროექტის პროდიუსერი თიკო ყაჯრიშვილია, სცენარის ავტორები - გაბრიელ რაზმაძე და თინათინ ყაჯრიშვილი.

 

კომენტარები