ვალენტინობა

ჩინეთში ცხვარი და შველი დააქორწინეს

ვალენტინობის დღესასწაულზე ჩინეთში ერთ-ერთ ზოოპარკში ცხვრის და შვლის დაწყვილება გადაწყვიტეს, თანაც იმპროვიზებული ცერემონიის თანხლებით.

ცხვარი ჩანმაო და შველი ჩენზი იუნანის პროვინციის ზოოპარკის ვარსკვლავები მას შემდეგ გახდნენ, რაც ადგილობრივმა ტელევიზიამ მათ შესახებ ვიდეოსიუჟეტი მოამზადა. ცხოველები განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩევიან. ისინი ზოოპარკის ტერიტორიაზე ერთად გაიზარდნენ. ზოოპარკის თანამშროლები აღნიშნავენ, რომ შველი ჩენზი ხშირად ეფერება ჩანმაოს, ცხვარი კი მასთან არ უშვებს სხვა შველებს.

ჩანმაო ჩინურად გრძელ თმას , ხოლო ჩენზი -სუფთას - ნიშნავს.

დღევანდელ ღონისძიებისთვის ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ზოოპარკში 500-მდე ბილეთის გაყიდვა დაგეგმეს, ცხოველები სტუმრებისთვის საქორწინო სამოსში გამოწყობილები უნდა დაეხვედრებინათ.

 

კომენტარები