ოსკარები 2012

'არტისტი' 5 ოსკარის მფლობელი გახდა

კოდაკის თეატრმა „ოსკარების“ დაჯილდოების 84-ე ცერემონიას უმასპინძლა.

საღამოს ტრიუმფატორი „არტისტი“ გახდა, რომელმაც 5 ოსკარი მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ჟან დუჟარდინი დასახელდა, რომელიც „არტისტში“ მთავარ როლს ასრულებს, დუჟარდინისთვის ეს „ოსკარზე“ პირველი ნომინაცია და გამარჯვებაა. რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსის „არტისტი“ საუკეთესო ფილმად დასახელდა. ფილმმა ასევე მოიპოვა გამარჯვება ნომინაციებში საუკეთესო მუსიკა და კოსტიუმების დიზაინი.

ოსკარი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მერილ სტრიპს გადაეცა, ფილმისთვის „რკინის ლედი“, რომელშიც მსახიობი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს განასახიერებს. ფილმს ასევე გადაეცა ოსკარი საუკეთესო გრიმისთვის.

წლის სტრიპისთვის ეს მეჩვიდმეტე ნომინაცია და მესამე ოქროს ქანდაკება იყო.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მამაკაცის კატეგორიაში გამარჯვება კრისტოფერ პლამერმა მოიპოვა, ფილმისთვის „დამწყებები“, ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოქტავია სპენსერი დაჯილდოვდა, ფილმში „მოსამსახურე“ განსახიერებული როლისთვის.

ნომინაციაში საუკეთესო უცხოური ფილმი, გაიმარჯვა ირანელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის „დაშორებამ“. საუკეთესო ოპერატორული

ნამუშევრისთვის „Hugo” დაჯილდოვდა, ფილმმა ოსკარი ასევე მიიღო ხმის რეჟისურისა და ხმის მონტაჟისთვის.

ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში“ საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს.

საღამოზე სულ 25 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, კინო აკადემიის 84-ე დაჯილდოების ცერემონიას ბილი კრისტალი უძღვებოდა

 

 

 

 

 

 

კომენტარები