ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად გიორგი კეკელიძე დაინიშნა

წლის 5 მარტიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახდება. ხვალ, 5 მარტს, 13 საათზე, ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის წარდგენაა დაგეგმილი - მედიასთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან.

გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წელს ქალაქ ოზურგეთში. 2001-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2010 წლიდან გიორგი კეკელიძე არის დოქტორანტი საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს კლასიკური ლიტერატურის თემაზე.

გიორგი კეკელიძის ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

2006 წ. - აფუძნებს ლიტერატურულ ჟურნალ ლ’ილ-ს

2006—2008 წლებში მუშაობდა რუსთავის № 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად

2006 წ. - აფუძნებს პირველ ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს

2008 წ. გამოსცა პოეტური კრებული „ოდები“.

2009წ. - ოდებისთვის - ლიტერატურული პრემია „საბა“ — წლის საუკეთესო დებიუტი

2009წ. - ბარათაშვილის პრემია

2009წ - ჟურნალ ფოკუსის მესვეტე

2009 წ - 2010 წ. არის ,,რადიო–ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის - ,,ლიტერატურული ქალაქი" თანაავტორი

2010 წ- - ჟურნალ ტაბულას ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე

2010 წ. სატელევიზიო გადაცემა ,,წითელი ზონა'’ . პროდიუსერი

2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურული პორტალი lib.ge აარსებს ყოველკვირეულ არტ–საღამოებს

2010 წ კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე გასვლით ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

2010 წ კულტურული პროგრამების გზამკვლევის, Tbilisi out –ის ექსპერტი ლიტერატურაში

2010წ. – წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში (სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ვერსიით)

2010წ. – British Council ლონდონის წარმომადგენლობის კონკურს Poet in the City ერთადერთი გამარჯვებული საქართველოდან

2010წ. - (ლიბ.ჯე–ჯგუფთან ერთად) – მესამე ადგილი ჟურნალ ტაბულას ვებ–გამოკითხვაში ,,წლის ადამიანები’’

2010წ. - წლის ადამიანი ჟურნალ ,,ცხელი შოკოლადის’’ ვერსიით

2011 წ lib.ge აფუძნებს დისკუსიების ციკლს აფუძნებს და არის ამ დისკუსიების მოდერატორი

2011წ - გამოდის მისი პოემა ,,ყორანი’’ ფორმატით ,,წიგნი თეფშზე’’

2011 წ. ჟურნალ ტაბულა-არტის ლიტერატურის განყოფილების რედაქტორი

2011წ. პორტალ rustaveli.net ერთ-ერთი დამფუძნებელი

2011 წ. - რადიო-გადაცემა ,,ლიტერატურა და სხვა’’. რადიო მწვანე ტალღა. ავტორი და წამყვანი

2012 წ -ლიტერატურული ტელე-გადაცემა ,,ინტერპრეტაცია’’. ახალი არხი. ავტორი და წამყვანი

2012 წ. მისი ინიცატივით lib.ge-ჯგუფი იწყებს კავკასიურ სახელოვნებო ბლოგ-პორტალზე მუშაობას

გიორგი კეკელიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერამანულ, ფრანგულ ,რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

კომენტარები