პოეზია

გლებ შულპიაკოვის პოეზიის საღამო

0 კომენტარი

19 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში, გაიმართება ცნობილი რუსი პოეტის გლებ შულპიაკოვის პოეზიის საღამო.
პოეტი წაიკითხავს ამონარიდებს ახალი კრებულიდან ,,წერილები იაკუბს“ და გაესაუბრება ქართველ მწერლებს და პოეზიის მოყვარულებს.

გლებ შულპიაკოვი - პოეტი, პროზაიკოსი, რუსული ლიტერატურის ახალი თაობის წარმომადგადგენელი და ამავდროულად საქართველოს დიდი გულშემატკივარი და მეგობარია.

შულპიაკოვი ავტორია ლექსების კრებულების: ,,წკიპურტი”, ,,რკო”, ,,წერილები იაკუბს”, ასევე მგზავრის ჩანაწერების: ,,პერსონა Grappa”, ,,ბიძიას სიზმარი”, ,,აგატა კრისტის მოყვარულთა კლუბი” და ,,ქალაქი Ё”.
პოეტის ნაშრომებში შედის ტედ ჰიუზის და რობერტ ჰასის თარგმანები ინგლისურიდან.
2011 წელს აშშ-ში გამოვიდა ინგლისურენოვანი ლექსების კრებული ,,Fireproof Box”, რომელიც შეტანილია ,,Best Translated Book Award”-ის მოკლე სიაში.

შულპიაკოვი ავტორია პიესებისა ,,პუშკინი ამერიკაში” (კონკურსის ,,მოქმედი პირები-2005” ლაურეატი) და ,,ქონდრისკაცი” (2004 წელს დაიდგა მაიაკოვსკის თეატრში).

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები