საფრანგეთი

ფრანსუა ოლანდი სარკოზის წინააღმდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, სოციალისტი ფრანსუა ოლანდის შტაბი მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. სოციალისტები ითხოვენ, გადამოწმდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 5 წლის წინ ლიბიის ჯამაჰირიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი სპონსორი იყო. ამის მიზეზი ინტერნეტ-გამოცემა Mediapart-ში გამოქვეყნებული მასალა გახდა. გამოცემამ გამოაქვეყნა 2006 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ლიბიის დაზვერვის მეთაური, მუსა კუსა სანქციას გასცემს შუამავლების მეშვეობით 50 მილიონ ევროს გადარიცხვაზე ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის. სარკოზი ბრალდებებზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მათ სასაცილო უწოდა. ოლანდის შტაბში კი განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ამ ბრალდებისთვის მხოლოდ სასაცილოს წოდება არასაკმარისია.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სოციალისტების კანდიდატმა ფრანსულა ოლანდმა, მოქმედ პრეზიდენტზე, ნიკოლა სარკოზიზე მეტი ხმა მიიღო. გავრცელებული ცნობებით, ოლანდს ამომრჩევლის 28. 6 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო სარკოზის 27.1 -მა პროცენტმა. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს არის დანიშნული.

 

კომენტარები