საფრანგეთი

მეორე რაუნდი: ოლანდი-სარკოზი

აპ­რილს საფ­რან­გეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რი გა­ი­მარ­თა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბით დას­რულ­და. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ხმა­თა 28.6 პრო­ცენ­ტით სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის კან­დი­დატ­მა ფრან­სუა ოლან­დ­მა და­ი­კა­ვა, მე­ო­რე­ზე კი მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი გა­ვი­და 27.2 პრო­ცენ­ტით. 6 მა­ისს, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში სწო­რედ ისი­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს.

მე­სა­მე ად­გილ­ზე რა­დი­კა­ლუ­რი მე­მარ­ჯ­ვე­ნე პარ­ტი­ის, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტის ლი­დე­რი მა­რინ ლე პე­ნი გა­ვი­და. მან პროგ­ნო­ზებს გა­და­ა­ჭარ­ბა, ხმა­თა 17.9 პრო­ცენ­ტის მოგ­რო­ვე­ბა შეძ­ლო და სა­კუ­თა­რი მა­მის, ჟან­-­მა­რი ლე პე­ნის რე­კორ­დი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა – 2002 წელს მი­ღე­ბუ­ლი ხმა­თა 17%. თუმ­ცა ისიც სათ­ქ­მე­ლი­ა, რომ მა­შინ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტის ლი­დე­რი მე­ო­რე ტურ­ში გა­ვი­და, სა­დაც ჟაკ ში­რაკ­თან და­მარ­ცხ­და.

მე­ოთხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა რა­დი­კალ­მა მე­მარ­ცხე­ნემ ჟან­-­ლუკ მე­ლან­შონ­მა, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცია მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის კან­დი­და­ტი იყო. მის პო­ლი­ტი­კურ ბლოკ­ში კო­მუ­ნის­ტე­ბიც შე­დი­ოდ­ნენ. რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა რი­ტო­რი­კამ მე­ლან­შონს ხმა­თა 11% მო­უ­ტა­ნა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მა­რინ ლე პე­ნი და მე­ლან­შო­ნი ერ­თ­მა­ნე­თის გა­ლან­ძღ­ვას არ თა­კი­ლობ­დ­ნენ. მა­თი და­პი­რის­პი­რე­ბა პირ­ვე­ლი ტუ­რის ერ­თ­-ერ­თი ინ­ტ­რი­გა იყო. მე­ხუ­თე­ზე გა­ვი­და ცენ­ტ­რის­ტი ფრან­სუა ბე­ი­რუ 9 პრო­ცენ­ტით. და­ნარ­ჩენ­მა ხუთ­მა კან­დი­დატ­მა ჯამ­ში 6 პრო­ცენ­ტ­ზე ოდ­ნავ მე­ტი მო­აგ­რო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ რა­დი­კალ­მა კან­დი­და­ტებ­მა (ლე პე­ნი და მე­ლან­შო­ნი) ჯამ­ში 29% მო­აგ­რო­ვეს – მე­ტი, ვიდ­რე ოლან­დ­მა ან სარ­კო­ზიმ. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამომ­რ­ჩე­ველ­თა 80-მა პრო­ცენ­ტ­მა მი­ი­ღო.

მე­ო­რე ტუ­რის­თ­ვის სარ­კო­ზი ოლანდს ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­მო­კითხ­ვა­ში ჩა­მორ­ჩე­ბა. მათ შო­რის სხვა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 პრო­ცენტს შე­ად­გენს. საფ­რან­გე­თის მე­ხუ­თე რეს­პუბ­ლი­კის (1958) 8 პრე­ზი­დენ­ტი­დან 3 პირ­ველ ტურ­ში და­მარ­ცხ­და, მაგ­რამ მა­შინ ოპო­ნენ­ტებს შო­რის ასე­თი სხვა­ო­ბა არ იყო. გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ოლან­დი მე­ხუ­თე რეს­პუბ­ლი­კის მხო­ლოდ მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან (პირველი ფრან­სუა მი­ტე­რა­ნი იყო 1981-1995 წლებ­ში). სარ­კო­ზი კი გახ­დე­ბა მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც მე­ო­რე ვა­დით გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. პირ­ვე­ლი იყო 1981 წელს მი­ტე­რან­თან და­მარ­ცხე­ბუ­ლი ვა­ლე­რი ჟის­კარ დ’ეს­ტე­ნი.

სარ­კო­ზის ორ კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი დრო აქვს ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, თუმ­ცა მი­მომ­ხილ­ველ­თა ნა­წილ­მა ის უკ­ვე ჩა­მო­წე­რა. პრე­ზი­დენ­ტი ეც­დე­ბა, მა­რინ ლე პე­ნი­სა და ბე­ი­რუს ამომ­რ­ჩევ­ლე­ბი მი­იმ­ხ­როს. შე­საძ­ლო­ა, გა­დამ­წყ­ვე­ტი აღ­მოჩ­ნ­დეს 5 აუტ­სა­ი­დე­რი კან­დი­და­ტის ხმე­ბი.

არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხ­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ლე პე­ნის მხარ­დამ­ჭერ­თა 50-60% მე­ო­რე ტურ­ში სარ­კო­ზის მი­ემ­ხ­რო­ბა, 20-25% კი – ოლანდს. ბე­ი­რუს ელექ­ტო­რა­ტის 2/3 ორ დარ­ჩე­ნილ კან­დი­დატს შო­რის ხმებს თა­ნაბ­რად გა­ყოფს. ოლან­დი მე­ლან­შო­ნის ელექ­ტო­რა­ტის ხმებ­საც მი­ი­ღებს, რად­გან მან მე­ო­რე ტურ­ში ოლანდს ღი­ად და­უ­ჭი­რა მხა­რი. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რა­დი­კა­ლი მე­მარ­ცხე­ნე პო­ლი­ტი­კო­სის მხარ­და­ჭე­რამ ოლანდს ცენ­ტ­რის­ტე­ბის ხმა­თა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­კარ­გ­ვი­ნოს.

ოლან­დ­მა მო­ა­ხერ­ხა არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რი ან­ტი­სარ­კო­ზულ რე­ფე­რენ­დუ­მად ექ­ცი­ა. სარ­კო­ზის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის უპირ­ვე­ლეს მი­ზე­ზად არა მის პო­ლი­ტი­კურ პროგ­რა­მას, არა­მედ პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს ასა­ხე­ლე­ბენ. 2007 წელს მან გა­მარ­ჯ­ვე­ბა ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნა, შემ­დეგ კი მი­ლი­არ­დე­რი მე­გობ­რის იახ­ტა­ზეც შე­ნიშ­ნეს და მსხვილ ბიზ­ნეს­მენ­თა მე­გობ­რის იარ­ლი­ყიც მი­ე­კე­რა. გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი კო­რუფ­ცი­ა­სა და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­შიც არი­ან გა­რე­უ­ლი. სარ­კო­ზის ოპო­ნენ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი შან­სი­ა, რომ თა­ვი და­აღ­წი­ოს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბას – საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს იმუ­ნი­ტე­ტი იცავს.

სარ­კო­ზის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მოხ­დო­მე­ბი ოლან­დის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის თემა იყო. სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის კან­დი­და­ტი წინასაარჩევნო პერიოდში გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იმე­ო­რებ­და, რომ თა­ვად ნორ­მა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ა. ოლან­დის მი­ერ სა­კუ­თარ ნორ­მა­ლუ­რო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ აქ­ცენტს ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გი მო­აქვს. Sciences Po-ს პრო­ფე­სო­რი დო­მი­ნიკ მუ­ა­სი ოლან­დის კამ­პა­ნი­ას სა­ფეხ­ბურ­თო თავ­დაც­ვით ტაქ­ტი­კას, კა­ტე­ნა­ჩოს ადა­რებს – ოლან­დ­მა თა­ვი­დან­ვე მო­ა­ხერ­ხა და­წი­ნა­უ­რე­ბა, შემ­დეგ კი მი­სი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სარ­კო­ზის­თ­ვის ხე­ლის შეშ­ლა იყო.

სარ­კო­ზის შან­სი ოლან­დ­თან პი­რის­პირ დე­ბა­ტე­ბი­ა, რად­გან ოლან­დი სამ­თავ­რო­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არას­დ­როს ყო­ფი­ლა და არც კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გამ­კ­ლა­ვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ა. მი­სი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი მო­მენ­ტი იყო 2005 წელს ევ­რო­პუ­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტ­ზე ში­და­პარ­ტი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. სარ­კო­ზის ექ­ნე­ბა შან­სი თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბებ­სა (ლიდერობის უნა­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თ­ვის თა­ვის გარ­თ­მე­ვა) და ოპო­ნენ­ტის სი­სუს­ტე­ებს გა­უს­ვას ხა­ზი. მი­სი გუნ­დის წევ­რე­ბი პირ­ველ ტუ­რამ­დეც აცხა­დებ­დ­ნენ, რომ სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის კან­დი­დატ­თან დე­ბა­ტებს სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ელი­ან და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მხო­ლოდ ორი კან­დი­და­ტის პი­რო­ბებ­ში, ამომ­რ­ჩევ­ლე­ბი მა­თი ღირ­სე­ბე­ბი­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის უკეთ შე­და­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ოლან­დის ნორ­მა­ლუ­რი პერ­სო­ნით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი არც მი­სი ამომ­რ­ჩევ­ლე­ბი არი­ან. ფრან­გე­ბის 54% ფიქ­რობს, რომ სარ­კო­ზის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს, ოლან­დის ავ­ტო­რი­ტეტ­ში კი მხო­ლოდ 23 პრო­ცენ­ტია დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი. ფრან­გე­ბის 49% მი­იჩ­ნევს, რომ სარ­კო­ზის შე­უძ­ლია რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ოლან­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც 23 პრო­ცენ­ტი­ა. ფრან­გ­თა 41% თვლის, რომ სარ­კო­ზის შე­უძ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს. ოლან­დის იმე­დი 27 პრო­ცენტს აქვს.

ოლან­დი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სარ­კო­ზის ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­უქ­მე­ბას აპი­რებს. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი 2007 წელს საფ­რან­გეთს რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს დაჰ­პირ­და. მან ფრან­გებს გა­ნუცხა­და, რომ თუ უკე­თე­სად ცხოვ­რე­ბა სურთ, მე­ტი უნ­და იმუ­შა­ონ. სარ­კო­ზიმ ფრან­გე­ბის მკაც­რად რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი შე­არ­ბი­ლა – გა­უქ­მ­და შეზღუდ­ვე­ბი ზედ­მეტ სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ზე, გა­უქ­მ­და გა­და­სა­ხა­დე­ბი სა­მუ­შაო დრო­ის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ შე­მო­სა­ვალ­ზე. სარ­კო­ზიმ საფ­რან­გე­თის სა­პენ­სიო სის­ტე­მის რე­ფორ­მაც და­იწყო. 1945 წელს 8 და­საქ­მე­ბულ ფრანგს უწევ­და 1 პენ­სი­ო­ნე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამ­ჟა­მად კი ორ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ან­ზე 1 პენ­სი­ო­ნე­რი მო­დის. ამას­თა­ნა­ვე, 1945 წელ­თან შე­და­რე­ბით სი­ცოცხ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 18 წლით გა­ი­ზარ­და. სარ­კო­ზიმ სა­პენ­სიო ასა­კი 60-დან 62 წლამ­დე გა­ზარ­და.

სარ­კო­ზის რე­ფორ­მე­ბი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა შე­ა­ჩე­რა. საფ­რან­გე­თის სა­ჯა­რო ვალ­მა მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის 90 პრო­ცენტს მი­აღ­წი­ა, უმუ­შევ­რო­ბა 10 პრო­ცენტს მი­უ­ახ­ლოვ­და, 2012 წლის და­საწყის­ში კი ამე­რი­კულ­მა ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის კომ­პა­ნია Standard & Poor’s-მა საფ­რან­გე­თის საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ი­დან ერ­თი სა­ფე­ხუ­რით ჩა­მო­აქ­ვე­ი­თა. კრი­ზისს სარ­კო­ზის სა­ნა­ხევ­როდ გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლა.

ოლანდს სურს, სა­პენ­სიო ასა­კი ისევ 60 წლამ­დე ჩა­მო­სწი­ოს. ის გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რ­და­საც აპი­რებს – ფრან­გე­ბი, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში 150,000 ევ­როს აღე­მა­ტე­ბა, შე­მო­სავ­ლის 41 პრო­ცენ­ტის ნაც­ვ­ლად სა­ხელ­მ­წი­ფოს 45%-ს გა­და­უხ­დი­ან. ის აპი­რებს, რომ 75 პრო­ცენ­ტამ­დე გა­უ­ზარ­დოს გა­და­სა­ხა­დი მათ, ვი­სი შე­მო­სა­ვა­ლიც წე­ლი­წად­ში 1 მი­ლი­ონ ევ­როს აჭარ­ბებს. ოლან­დის ამ პუნქტს სარ­კო­ზიმ პო­პუ­ლის­ტუ­რი უწო­და. მდი­და­რი ფრან­გე­ბი, მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­მო, თა­ვი­ანთ კა­პი­ტალ­თან ერ­თად ტო­ვე­ბენ საფ­რან­გეთს. მე­ო­რე მხრივ, წე­ლი­წად­ში 1 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტი შე­მო­სა­ვა­ლი ამომ­რ­ჩე­ველ­თა 0.01 პრო­ცენტს აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ოლან­დის რე­ფორ­მა რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათას ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა, არ­ჩევ­ნებ­ზე კი რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტი შე­იძ­ლე­ბა მი­იმ­ხ­როს.

მი­უ­ხე­და­ვად საფ­რან­გე­თის მზარ­დი სა­ჯა­რო ვა­ლი­სა, ოლანდს არც ქამ­რის შე­მო­ჭე­რის პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურს. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბი მო­ხიბ­ლუ­ლი ვერ დარ­ჩე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა აგ­რეთ­ვე გა­ნაცხა­და, რომ ასწევს მი­ნი­მა­ლუ­რ ხელ­ფასს და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში 60,000 მას­წავ­ლე­ბელს და­ა­საქ­მებს.

ოლან­დი ევ­რო­პის ფის­კა­ლუ­რი აქ­ტის გა­და­ხედ­ვა­საც აპი­რებს – შე­თან­ხ­მე­ბა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის და­ფიქ­სი­რე­ბის პუნ­ქ­ტის ჩა­დე­ბა სურს. აქ­ტ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მის რა­ტი­ფი­კა­ცი­ას ჩა­აგ­დებს.

ექ­ს­პერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ საფ­რან­გე­თის მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გა­მო მა­ნევ­რი­რე­ბის შეზღუ­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლის შეს­რუ­ლე­ბას ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი ვერ შეძ­ლებს.

ოლან­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­შიც. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოლან­დი სარ­კო­ზი­ზე ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა. და­იშ­ლე­ბა სარ­კო­ზი­სა და გერ­მა­ნი­ის კან­ც­ლე­რის, ან­გე­ლა მერ­კე­ლის ევ­რო­პუ­ლი დუ­ე­ტი (მერკოზი). სარ­კო­ზიმ და მერ­კელ­მა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­ზო­ნის ლი­დე­რო­ბა იტ­ვირ­თეს და მა­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ევ­რო­ზო­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში საკ­ვან­ძო იყო. მერ­კე­ლი სარ­კო­ზის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც ღი­ად უჭერ­და მხარს, თუმ­ცა ოლან­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა მერ­კელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაწყ­ვე­ტას არ ნიშ­ნავს. გერ­მა­ნი­ის იგ­ნო­რი­რე­ბას საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვერ შეძ­ლებს. ოლან­დ­მა გა­ნაცხა­და კი­დეც, რომ გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ბერ­ლინ­ში იქ­ნე­ბა.

სარ­კო­ზის მთე­ლი თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­უ­წევს ოპო­ნენ­ტის და­სა­მარ­ცხებ­ლად. შე­საძ­ლო­ა, მე­ო­რე ტუ­რის წინ აუტ­სა­ი­დე­რის იმიჯ­მა მის წის­ქ­ვილ­ზე და­ას­ხას წყა­ლი. საპ­რე­ზი­დენ­ტო მა­რა­თონს 6 მა­ისს და­ძა­ბუ­ლი ფი­ნა­ლი და­აგ­ვირ­გ­ვი­ნებს.

კომენტარები