საკანონმდებლო ინიციატივა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თაობაზე წინადადებებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, მიიღებს თუ არა საკანონმდებლო ინიციატივის სახეს კამპანია ეს შენ გეხება-ს წინადადებები.

ეს შენ გეხება-ს მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაჯანსაღებას ითხოვენ. მათ საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტის კანცელარიაში ჩააბარეს.

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების მოგვარებას: არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწას; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას; საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიშა თანაბარი გაშუქების უზრუნველყოფას; პოლიტიკური რეკლამის, მედია-მონიტორინგის, დებატებისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების დარეგულირებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, იგი კამპანიის წევრებს შეხვდა, თუმცა წინადადებების შესახებ დეტალურად არ უსაუბრია.

 

კომენტარები