აშშ არჩევნები

ბარაკ ობამას პოლიტიკისადმი მსოფლიო მასშტაბით მხარდაჭერა ეცემა

საერთაშორისო საზოგადოების მიერ ბარაკ ობამას საშინაო პოლიტიკისადმი მხარდაჭერა აშშ–ის პირველი პირის ქვეყნის სათავეში ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ BBC – ი ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ცენტრის, Pew Research – ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული კვლევა მარტში დაიწო და ერთი თვის განმავლობაში 21 სახელმწიფოში მიმდინარეობდა. შედეგების თანახმად, ობამას საშინაო პოლიტიკისა და მისი მმართველობისადმი ნდობა ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაში მნიშვნელოვნად შემცირდა. გამოცემის ცნობით, აშშ–ის პრეზიდენტმა მუსულმანური ქვეყნების და ჩინეთის მხარდაჭერაც დაკარგა, სადაც ობამას პოლიტიკისადმი ნდობა 57% – დან 27 პროცენტამდე დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი შედეგების მიუხედავად, ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა აშშ–ის პირველი პირის მეორე ვადით არჩევას უჭერს მხარს, ხოლო არაბეთის ქვეყნებში არ სურთ, რომ ობამამ პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით დაიკავოს.

 

კომენტარები