აშშ არჩევნები

მით რომნიმ კანდიდატურის წარსადგენად ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვა

მით რომნიმ ტეხასის შტატში გამართულ პრაიმერიში გაიმარჯვა. ამგვარად ყოფილმა გუბერნატორმა საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვა იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის ნომინაციაზე ოფიციალურად წარადგინოს თავი.

ტეხასში გამართულ პრაიმერიში მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა კანდიდატურის წარდგენისათვის საჭირო 58 ხმა მიიღო, რითიც 1144 ხმიანი ბარიერი გადალახა. გავრცელებული ცნობით, ტეხასში ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტმა ხმა მით რომნის მისცა.

მით რომნი რამდენიმე კვირაა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამს ერთადერთ რეალურ მეტოქედ ითვლება. ყოფილ გუბერნატორს ექსპერტები რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად 10 აპრილიდან, მას შემდეგ მიიჩნევენ, რაც მისმა მთავარმა კონკურენტმა, პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა რიკ სანტორუმმა წინასაარჩევნო ბრძოლა დატოვა.

რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს წარადგენს.

 

კომენტარები