მალის რესპუბლიკა

აშშ მალიში ისტორიული მონუმენტების ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

0 კომენტარი

შეერთებულმა შტატებმა ისლამისტური მოძრაობის წევრების მიერ მალის რესპუბლიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტიმბუქტუში ისტორიული მონუმენტების დანგრევის ფაქტი დაგმო.

სახელმწიფო დეპარტმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში უწყების წარმომადგენლი, ვიქტორია ნულანდი აფრიკულ ქვეყანაში არსებული აღნიშნული კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან თავიანთი კულტურული მემკვიდრეობა.

ცოტა ხნის წინ მოძრაობა ალ–ქაიდასთან დაკავშირებულმა ისლამისტურმა ანსარ ად-დინის წევრებმა მალიში მდებარე მეჩეთის შესავლელი, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნით თარიღდება, გაანადგურეს. მოძრაობის წარომადგენლებმა აგრეთვე, გაანადგურეს რესპუბლიკაში მდებარე თექვსმეტი მავზოლეუმიდან ექვსი. მეამბოხეების აზრით, ამგვარი ნაგებობები კერპთაყვანისმცემლობასთან ასოცირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს იუნესკოს წარმომადგენლებმაც. ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას უძველესი ძეგლების გადარჩენისკენ მოუწოდებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები