კამბოჯა

კამბოჯის ლიდერმა სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის პირადი რეკორდი დაამყარა

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას 5 საათისა და 20 წუთის მანძილზე შეუჩერებლად ილაპარაკა. მისთვის არც შეკითხვები დაუსვამთ და არც თვითონ დაუგდია საუბრის ტემპი. ეს მისი 27-წლიანი კარიერის ახალი პირადი რეკორდია.

61 წლის ჰუნ სენის გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გამოსვლის მთავარი თემა ვიეტნამთან სასაზღვრო დავა იყო. სენმა მოუგვარებელ სასაზღვრო კონფლიქტში საფრანგეთი დაადანაშაულა. კამბოჯაცა და ვიეტნამიც საფრანგეთის კოლონიები იყვნენ, სენის აზრით კი ფრანგებს საზღვრები მკაფიოდ უნდა განესაზღვრათ.

ჰუნ სენმა აგრეთვე განაცხადა, რომ 2013 წელს პრემიერის პოსტის კიდევ ერთხელ მოპოვებას შეეცდება. ვიეტნამთან სასაზღვრო თემაზე საუბრით ნაციონალისტური სენტიმენტების გამოწვევა კამბოჯელი პოლიტიკოსებისთვის მხარდაჭერის მოპოვების ნაცადი ხერხია.

კომენტარები