არჩევნები 2012

ახალი მემარჯვენეების სლოგანი - ,,შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად’’

0 კომენტარი

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ახალი მემარჯვენეების წინასაარჩევნო სლოგანი იქნება - ,,შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად’’.

გამყრელიძის თქმით, 108 გვერდიანი პროგრამა მოსახლეობის ყველა ჯგუფის ინტერსებსა და მოთხოვნებს ეხმიანება. ,,შეძლებული ოჯახი ნიშნავს დასაქმებულ და ღირსეული შემოსავლის მქონე ოჯახს, რომლის შემოსავალი თვეში მინიმუმ 1 000 ლარია, ოჯახის თითოეული წევრისთვის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებას დაზღვევის თუ სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, ვისაც ამის სურვილი და მისწრაფება აქვს, პენსიას ოჯახის ხანდაზმული წევრებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ არსებობას, არამედ ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყოველივე ამის მიღწევას ახალი მემარჯვენეები სტაბილური და უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნით აპირებენ, რომლის გარანტიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. ასევე, თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დამყარებულ საბაზრო ეკონომიკის განვითარებით, სადაც ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიები არ იარსებებს.

ახალი მემარჯვენეების პროგრამის მიხედვით, ძირითადი გათვლა გაკეთებულია ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. პროგრამაში საუბარია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მის ქცევაზე ბიზნესისთვის მიმზიდველ დარგად. პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფელი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები