ისრაელი-ირანი

ნეთანიაჰუ მსოფლიოს ირანის შესაჩერებლად მოუწოდებს

0 კომენტარი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებს ირანისთვის ბირთვული პროგრამის განხორციელებაში ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.

როგორც ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოება არ აკეთებს ყველაფერს, ირანის ბირთვული პროგრამისთის ,,მკაფიო წითელი ხაზის’’ დასადგენად.

ამავე დროს ისრაელი ცდილობს მიიღოს დაპირება აშშ-სგან, რომ თუ ირანი უარს არ იტყვის ურანის გამდიდრების პროგრამაზე, ვაშინგტონი სამხედრო გზით ჩაერევა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვას გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც აპირებს, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები