ისრაელი-ირანი

სირიაში ისრაელის იერიშს IRGC-ის ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა

Fars Media Corporation

სირიის დედაქალაქ დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის თანამდებობის პირი, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა.

ინფორმაცია მოჰამად რეზა ზაჰედის სიკვდილის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Saudi Al-Arabiya-ს საინფორმაციო ქსელში გავრცელდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე შენობაზე მიიტანეს სარაკეტო იერიშები, სადაც, სავარაუდოდ, მოჰამად რეზა ზაჰედი იმყოფებოდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამასკოში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები