ისრაელი-ირანი

ირანი სირიაში ისრაელის დარტყმის შედეგად 2 გენერლის დაღუპვას ადასტურებს

Maher Al Mounes/AFP

ირანის მტკიცებით, ისრაელის იერიშს დამასკოში ირანის საელჩოზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი, მათ შორის 2 გენერალი ემსხვერპლა. IRGC-ის განცხადება დამასკოს თავდასხმის შესახებ ირანულ მედიაში გავრცელდა

დამასკოში გარდაცვლილებს შორისაა გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური მოჰამედ რეზა ზაჰედი და მისი მოადგილე მოჰამად ჰაჯ რაჰიმი. ზაჰედი ხელმძღვანელობდა გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთის მოქმედებებს სირიასა და ლიბანში. 

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე შენობაზე მიიტანეს სარაკეტო იერიშები, სადაც, სავარაუდოდ, მოჰამად რეზა ზაჰედი იმყოფებოდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამასკოში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები