გაეროს რეზოლუცია

გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა პალესტინასთან დაკავშირებული პოზიცია განმარტა

"გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს, საქართველო უთანაგრძნობდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის მისწრაფებებს, კერძოდ, პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის უსაფრთხოებას", -ასეთი განცხადება გააკეთა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიღებული რეზოლუცია არ გულისხმობს, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფოს სტატუსით. 

30 ნო­ემ­ბერს გა­ე­რომ პა­ლეს­ტი­ნის­თვის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რო­მელ­საც მხა­რი 138-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ. 41- მა ქვე­ყა­ნამ თა­ვი შე­ი­კა­ვა, ხო­ლო 9 ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის ის­რა­ელ­მა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა. აქამ­დე გა­მარ­თულ სე­სი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო მხარს არ უჭერ­და პა­ლეს­ტი­ნის­თვის ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სის გაზ­რდას. საქართველოს პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით  რამდენიმე პოლიტოლოგმა, მათ შორის აბრაამ შმულევიჩმა და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ, პროტესტი გამოხატა. შმულევიჩის თქმით, ამ რეზოლუციის მხარდაჭერა, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საწინდარი იყოს. 

იციკ მოშეს თქმით კი, ეს ნაბიჯი საქართველო-ისრაელის ურთიერთობას დაძაბავს. "მე რომ დღეს ვი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის ელ­ჩი, დავ­ტო­ვებ­დი თა­ნამ­დე­ბო­ბას. არა გა­ე­რო­-ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცი­ის გა­მო, არა­მედ ჩავ­თვლი­დი, რომ ჩე­მი მი­სია ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვარ­და. ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ისე­თი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა ის­რა­ე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო, გვერ­დით და­უდ­გნენ ერ­თმა­ნეთს", - განაცხადა მოშემ. 

კომენტარები