ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალში დატყვევებული სამი მოქალაქე მოლპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს

ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების მიერ 24 დეკემბერს დაკავებული სამი ქართველი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევთან, „სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დაკავებული, ამავე სოფელში მცხოვრები კობა ბროძელი, სოფელ კოშკში მცხოვრები გერონტი მიხელაშვილი და სერგო გუგუტიშვილი ხუთდღიანი ტყვეობის შემდეგ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

მლაპარაკებებს მათი გათავისუფლების შესახებ ცხინვალის ხელისუფლებასთან შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დვალიშვილი აწარმოებდნენ.

 

კომენტარები