კონფლიქტი სირიაში

ერდოღანი: ასადის სასტიკი და სისხლიანი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება

თურქეთის პრემიერმინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი 500 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს ლტოლვილთა დასახმარებლად. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნაში სირიელების რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს. პრემიერის თქმით, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დღეები დათვლილია.
"სირიელების რაოდენობამ, რომლებიც თურქეთში განთავსებულ ბანაკებს აფარებენ თავს, 150 ათასს გადააჭარბა. 70 ათასზე მეტი სირიელი ცხოვრობს თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში საკუთარ ხარჯზე. აქამდე, ჩვენ 500 მილიონი აშშ დოლარი დავხარჯეთ სირიელ ლტოლვილებზე", - განაცხადა პრემიერმა 3 იანვარს ანკარაში გამართულ ელჩების კონფერენციაზე. 
"ახლა ყველას სჯერა, რომ სირიის სასტიკი და სისხლიანი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ყველას ხედავს ამას და ყველამ იცის ეს ფაქტი. სამწუხაროდ, ბაშარ ასადმა დროის მოგების მიზნით ძალადობა ამჯობინა და არ გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. სამწუხაროდ, 60 ათასი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ასადის დიქტატურის კიდევ ორი წლით გაგრძელებას", - განაცხადა ერდოღანმა.
სირიელი ლტოლვილები ყოველდღიურად კვეთენ თურქეთის საზღვარს. 
სირიის აჯანყებასა და სამოქალაქო ომში საერთო ჯამში 60 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ეს ინფორმაცია გაერომ 2 იანვარს გაავრცელა.  

კომენტარები