ავსტრალიის ღია პირველობა

ჯოკოვიჩი და რადვანსკა მეოთხე რაუნდში გავიდნენ

მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შედარებით რთულად, მაგრამ მაინც გააღწია ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში. სერბმა ჩეხი რადეკ სტეპანეკი მელბურნში ანგარიშით 6:4, 6:3, 7:5 დაამარცხა.

ჯოკოვიჩი შემდეგ ეტაპზე შვეიცარიელ სტანისლავ უავრინკას დაუპირისპირდება.

აგნიეშკა რადვანსკა აგრძელებს წარმატებულ სტარტს. ამჯერად პოლონელის მსხვერპლი ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი აღმოჩნდა. 6-3, 6-1 თუმცა, მეოთხე ეტაპზე სერბი ანა ივანოვიჩის სახით რადვანსკას მოწინააღმდეგე შედარებით სერიოზული ჰყავს. ივანოვიჩმა, თავის მხრივ, თანამემამულე ელენა იანკოვიჩი დაამარცხა ანგარიშით - 7:5, 6:3.

 

კომენტარები