გაფიცვა

მერია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და მძღოლებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მერიამ განცხადება გაავრცელა. 

"თბილისის მერიის მთავარ ამოცანას თბილისელების უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილება და მგზავრობის ხელმისაწვდომი ტარიფის არსებობა წარმოადგენს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სამარშრუტო ტაქსების მოწესრიგება, ავტოპარკის სრული განახლება და მგზავრობის უსაფრთხოების ამაღლება, პირველ რიგში, სწორედ თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება. ამასთანავე, გვინდა აღნიშნოთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის არსებული ურთიერთობა, კერძო სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაიწყონ მოლაპარაკებები და დროულად გადაჭრან კომპანიის შიდა პრობლემები, რათა თბილისელები არ დაზარალდნენ'', - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მერიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა და მისი რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს ''და თუ რომელიმე მხარე, მათ შორის, ე.წ. ხაზების ძველი მეპატრონეები კონკურსის შედეგებს სადავოდ მიიჩნევს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და საკუთარი პრეტენზა დააფიქსიროს''.

შეგახსენებთ, დღეს, 25 იან­ვარს, დი­ლის 08.00 სა­ა­თი­დან, თბი­ლის­ში ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე მოთ­ხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ით­ხო­ვენ: კერ­ძოდ, დღი­უ­რი გეგ­მის, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და ანაზ­ღა­უ­რე­ბის მო­მა­ტე­ბას, ბუ­ღალ­ტრის გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბას და ინ­დმე­წარ­მის გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. 

კომენტარები