სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალი ინიციატივა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის 27 თებერვლიდან ნარკოტიკული დანაშაულისთვის გასამართლებული იმ პირების უფლებების აღდგენა დაიწყება, რომლებიც არ არიან პრობაციონერები ან პატიმრები და რომელთაც არ შეხებიათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ამ ინიციატივის მიხედვით, აკრძალვის მოხსნა შეეხება ავტომობილის მართვის უფლებას, საქმიანობის წარმოების უფლებას, საარჩევნო უფლებას და სხვა.

ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის მოთხოვნით ასეთმა პირებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიას უნდა მიმართონ.

 

კომენტარები