საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: მშენებლობებიც გაჩერებულია და სოციალურად დაუცველებსაც არ ეხმარებიან

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავში სოციალურად დაუცველ ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ''საქართველოს მთავრობას, რომელიც მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ უნდა დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულებს''.

მისი თქმით, ახლანდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ფული, რომელიც გზატკეცილებისა და გზების მშენებლობაზე იხარჯებოდა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უნდა დახარჯულიყო, ''თუმცა დღეს მშენებლობებიც გაჩერებულია და სოციალურ დახმარებებსაც არ აძლევენ მსგავს ოჯახებს''.

მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით, სოციალურად დაუცველთა სიიდან დღეისათვის 11 ათასი ოჯახია ამოღებული და ''ვარაუდობენ, რომ კიდევ სულ მცირე 25 ათას ოჯახს ამოიღებენ''. 

პრეზიდენტმა ასანიძეებისა და ალიევების ოჯახებს დახმარების გაცემა პრეზიდენტის ფონდიდან აღუთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი ოჯახი კიდევ ბევრია.

კომენტარები