ენერგეტიკის მინისტრი

კალაძე: კოალიცია მოსახლეობას დაჰპირდა საწვავზე ფასის არა 1 ლარით, არამედ ზოგადად შემცირებას

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე საწვავის ფასთან დაკავშირებით ისაუბრა.

უმცირესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა მინისტრს სთხოვა, განემარტა, რატომ არ იკლებს ბენზინის საფასური. დეპუტატმა კალაძეს ქართული ოცნების ბრალდება შეახსენა, რომ საწვავის ფასზე დამატებული იყო 1 ლარი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში მიდიოდა''.

კალაძის განმარტებით, ქართული ოცნება მოსახლეობას დაჰპირდა საწვავზე ფასის არა 1 ლარით, არამედ ზოგადად შემცირებას. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, საწვავზე ფასი 10-15 თეთრის ოდენობით არის დაკლებული.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურამ ჯაფარიძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დაასახელა იმის დასამტკიცებლად, რომ საწვავის ფასი არც 10-15 თეთრით არ დაწეულა.

კომენტარები