17 მაისის აქცია - შეფასებები

საგანელიძე: პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც არხეინად ისხდნენ ავტობუსებში

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.

მისი თქმით, ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ - "ესაა უბედურება".

"თუ გიგა ბოკერია დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ძალიან ცდება. გიგა ბოკერია და წინა ხელისუფლება, ახლანდელი ოპოზიცია რომ დაუსჯელობის სინდრომზე ილაპარაკებს, ეს არის უბედურება ამ ქვეყნის. ალბათ დაუსჯელობის სინდრომი არსებობს, რადგან გიგა ბოკერია და მისი მეგობრები დაუსჯელები არიან კიდევ. მე პირადად მგონია, რომ მათ ძალიან ბევრი დანაშაული აქვთ ქვეყნის წინაშე...

რაც დღეს ხდება, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ინსპირირებული გარკვეული ძალების მიერ, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანებს თავიანთი ცხოვრების წესი აქვთ და არც არავინ არ ზღუდავს. თუ რეკლამა უნდათ, გაიკეთონ და აფიშირება უფრო მეტად, რასაც მიაღწიეს. მათი მიზანი იყო, რომ ყურადღება მიეპყროთ და, სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს...

მე ჩემი ცხოვრების წესი მაქვს, ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი ვარ, არავის ცხოვრებაში არ ვერევი და ერთი რამ ვიცი, რომ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას და პოზიცია დააფიქსიროს. დღეს მომხდარზე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათ, ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო, არხეინად რომ ისხდნენ ავტობუსებში", - განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები