რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

საგარეო უწყება: რუსეთისგან კეთილი ნაბიჯების გადმოდგმის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს

0 კომენტარი
ფოტო: mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იგი არ მოელის, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საპროტესტო ნოტას უპასუხოს. 

"რუსეთის მხარე თავს არ მიიჩნევს არც მონაწილედ, არც ავტორად, არც დამნაშავედ ამ მოვლენების განვითარებაში. ისინი ხვდებიან, რომ ოფიციალურად ასეთი პასუხის გაცემა ნამდვილად უხერხული იქნება. მე არც ველოდები, რომ საპროტესტო ნოტაზე პასუხის გაგვცემენ. პასუხი იქნებოდა პრობლემის საფუძვლის მოსპობა და სიტუაციის გამოსწორება და არა განმარტებების მიცემა. ამდენად, ამას ხვდებიან და არჩევენ პრესის საშუალებით თავის მართლების პოლიტიკას, თუმცა ყველასთვის ნათელია, სად არის ძირითადი მიზეზი და სად უნდა ვეძებოთ საკითხის მოგვარება, რასაც მეტ-ნაკლებად ვცდილობთ და იმედი გვაქვს, რომ შედეგს მივაღწევთ. თუმცა გასაგებია, როდესაც ისეთ პარტნიორთან გაქვს საქმე, როგორიც რუსეთის ფედერაციაა, რაიმე მყისიერი და ნებაყოფლობითი კეთილი ნაბიჯების გადმოდგმის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს", - განაცხადა ჯალაღანიამ.

ჯალაღანია ამ განცხადებით, 3 ივნისს, რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გრიგორი კარასინი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ საზღვრის მოწყობას "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო" აწარმოებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები