იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: ირანის მიმართ სანქციების შესრულებას მკაცრად ვაკონტროლებთ

https://www.facebook.com

საქართველოს ირანელი ინდივიდების და იურიდიული პირების 150-მდე ანგარიში აქვს გაყინული, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა Wall Street Journal-ის სტატიაზე კომენტირებისას. მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მკაცრად აკონტროლებს, თუ როგორ სრულდება ქვეყანაში გაერო-ს რეზოლუციები ირანთან მიმართებაში. წულუკიანმა სურვილიც გამოთქვა, იუსტიციის სამინისტროში არსებული ამ საკითხზე ორიენტირებული უწყებათაშორისი საბჭო უშიშროების საბჭოში გადავიდეს. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, უშიშროების საბჭოს მდივანი ამ საკითხში ჩართული არ არის. 

"ეს დასანანია. ჩემი სურვილია, მათთან გადავიდეს ეს საბჭო, რადგან უფრო ბუნებრივი და ლოგიკურია, ბატონი ბოკერია და მისი უწყება უფრო ღრმად დაკავდნენ ქვეყნის უშიშროების საკითხებით და არა მხოლოდ პიარინსტიტუტების დაფინანსებით საზღვარგარეთ. დღეს, ისევე როგორც ადეიშვილის დროს, საბჭო ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროში. ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება საბაჟოსთან, ეკონომიკურ გუნდთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ამ სანქციების შესრულებაზე. ის, რაც გამოქვეყნდა, შესწავლას საჭიროებს. სანქციების შესრულებაზე აბსოლუტურად კონსტრუქციულად და კარგად გვეთანამშრომლებიან მართლმსაჯულება და მოსამართლეები, რომლებმაც საქმე კარგად იციან. ქართველი მოსამართლეების დახმარებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შევძელით, რომ დღეს ირანელ ინდივიდებთან და იურიდიულ პირებთან 150-მდე ანგარიში გაყინული გვქონდეს,” განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ის სამუშაო რასაც წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებენ ირანის სანქციებთან მიმართებაში გაეროს დელეგაციამ პოზიტიურად შეაფასა. 

Wall Street Journal-ში დღეს გამოქვეყნდა სტატია "სანქციების ამუშავების პარალელურად ირანელები ინვესტიციებს საქართველოში დებენ". სტატიაში ჟურნალისტი აცხადებს, რომ საქართველოში ირანული პროდუქტი მასიურად შემოედინება. 

კომენტარები