რკინიგზა

შამბა: აფხაზეთი რკინიგზის გახსნას დათანხმდება

Itar-Tass

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთი რკინიგზის გახსნას დათანხმდება. ამის შესახებ შამბამ მოსკოვში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა. 

"ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი აფხაზეთისთვის საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან საკომუნიკაციო კავშირები უკვე არსებობს, რომლითაც ყველა ჩვენი სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური საკითხები გვარდება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი თავისი მოკავშირესთან, რუსეთთან ურთიერთობის ერთგული დარჩება, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ იგი ასეთ პროექტს დათანხმდება," განაცხადა შამბამ

შამბას თქმით, საქართველოზე გავლენა მოახდინა აზერბაიჯანმა და დროებით შეაჩერებინდა ეს პროექტი, რადგან რკინიგზა სომხეთს უკავშირდება. მარიონეტული რეჟიმის ყოფილი წევრის აზრით, საქართველო უფრო მეტად უნდა იყოს ამ პროექტით დაინტერესებული ვიდრე აფხაზეთი და თუ საქართველო ამ პროექტს არ დათანხმდება ის კიდევ უფრო დაშორდება აფხაზეთს. 

 

კომენტარები