ციხის სკანდალი

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ბედუკაძის საქმე უნდა გადაიხედოს

https://www.facebook.com

იუსტიციის მინიტრი პრემიერმინისტრის მოსაზრებას იზიარებს და მიიჩნევს, რომ ლადო ბედუკაძის საქმე უნდა გადაიხედოს:

"წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა არის ადამიანის უფლებებში პრაქტიკულად იმ პატარა სიას შორის, რომელზეც სრულიად სამყარო თანხმდება, რომ ეს არის იმპერატიული ნორმა, იმპერატიული აკრძალვა, ანუ იუს კოგენსი ადამიანის უფლებებში. ეს არის პრინციპი, რომლიდანაც გადახვევა, როგორც ამბობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არ შეიძლება მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში ომია და ერის არსებობას ემუქრება საფრთხე. აქედან გამომდინარე, თუკი წამების აკრძალვიდან გადახვევა არ შეიძლება მაშინაც კი, თუკი ერის არსებობას საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, ბედუკაძის მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილება და ღონისძიება ეჭვს იწვევს და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმას, რომ ეს არის გადასახედი", - ამბობს თეა წულუკიანი.

ციხის სკანდალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით პრემიერმა მთავარ პროკურორს დღეს, 8 ივლისს მიმართა. "არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი მიმართვაში.

 

კომენტარები