საქართველოს მთავრობა

გიორგი მარგველაშვილს თამარ სანიკიძე შეცვლის

გიორგი მარგველაშვილს მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძე შეცვლის.  გადაწყვეტილების შესახებ  გიორგი მარგველაშვილმა, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმში სტუმრობისას "გურიანიუსს" განუცხადა. სანიკიძეს 2010 წლიდან 2012 წლამდე, გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა  ინსტიტუტში ფინანსური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ხოლო  მას შემდეგ რაც მარგველაშვილი განათლების მინისტრი გახდა,  ის  მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე იმყოფებოდა. მარგველაშვილი სანიკიძის კანდიდატურას ოფიციალურად ხვალ წარადგენს. 

კომენტარები