ეკონომიკური ზრდა

კალაძე: ეკონომიკური ზრდა ნამდვილად იქნება მომავალში

Kakha Kaladze
Tabula

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 0.8%-ით შემცირდა. ამ საკითხის შესახებ კომენტარი ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია და ეკონომიკური ზრდა მომავალში იქნება.

"ეკონომიკური ზრდა ნამდვილად იქნება მომავალში. მოგეხსენებათ, იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც არჩევნები ჩატარდა, მოვიდა ახალი მთავრობა, მოხდა ყველა იმ პროექტის შესწავლა, რომელიც ხორციელდებოდა და რომელიც უნდა განხორციელებულიყო. იყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ დღესდღეობით პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები