დარეჯან დიასამიძის საქმე

თელია: შს მინისტრმა დარეჯან დიასამიძის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

medianews.ge

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლებს საქმის დროულად გამოძიებას დაჰპირდა. თელიას თქმით, საქმეში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი.

"დამატებითი ძალები არის გამოძახებული. შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატარებული ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გარკვეული თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა," – ამბობს თელია.

17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარდა.

კომენტარები