თამაზ თამაზაშვილის საქმე

თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თამაზ თამაზაშვილი
ambebi.ge

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე გამოვლენილ სამ ბრალდებულს - ყოფილ პოლიციელებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ პროკურორ ია დარჯანიას შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურორმა აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებულების ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამივე ბრალდებულს, გიორგი ხიზანიშვილს, ირაკლი ქოპილაშვილსა და კახეთის კუდ-ის უფროს ზურაბ ლალიაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად მხოლოდ 1000-ლარიანი გირაო შეფარდებოდათ. აღნიშნული შუამდგომლობა მისაღები აღმოჩნდა დაცვის მხარისთვისაც. 

ბრალდების ინფორმაციით, დადგენილია, რომ შს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თამაზ თამაზაშვილისთვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ჩადების ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, მისი საუბრების უკანონო მიყურადებაში, ჩართული იყვნენ ბრალდებულები, ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული დანაყოფის უფროსი ზურაბ ლალიაშვილი. 
აღნიშნულ სამ პირს ბრალი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს წარედგინა. 

კომენტარები