პოლიციის რეიდები

პოლიციის რეიდები თბილისში 24-25 აგვისტოს ღამეს

გუშინ ღამით თბილისში პოლიციის თანამშრომლები მასობრივად აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ და ამოწმებდნენ მოქალაქეებს. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იწერდნენ მოქალაქეების პირად მონაცემებს და უღებდნენ სურათებს. პოლიციის ეკიპაჟების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა საბურთალოს რაინის ტერიტორიაზე. 25 აგვისტოს ღამეს სოციალური ქსელების მრავალი მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ პოლიციამ ისინი გააჩერა ან ჩხრეკისა და დაკავებების ფაქტებს პირადად შეესწრნენ. შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და არავითარი საგანგებო ღონისძიებები არ ტარდება.

კომენტარები