ეკონომიკური ზრდა

ივანიშვილი: 15-20% ალბათობით,საქართველო მეორე დუბაი გახდება

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ექსპოჯორჯიაში დღევანდელ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ 15-20% ალბათობით, საქართველოში დუბაის მსგავსი აღზევება მოხდება.

”საქართველო იქნება ძალიან საინტერესო. როდესაც პროგნოზებს მეკითხებოდით და პროცენტულ ზრდას მე პასუხი არ გავეცი, მაინც გიპასუხებდით, რომ საკმაოდ დიდი ალბათობით, საქართველო შეიძლება მეორე დუბაიდ გადაიქცეს.საქართველო იქნება ძალიან საინტერესო. 15-20 % ალბათობით საქართველო შეიძლება მეორე დუბაი გახდეს. ესეთი ადგილი დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილი, უნიკალური გეოგრაფიული მდგომარეობა,უნიკალური კლიმატური პირობები, ვართ უნიკალური ხალხი. ყველაფერი არსებობს ამისთვის. 9 წელიწადი ხელოვნურობა და ფასადურობა იყო,პრაქტიკულად ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმი მყარდებოდა,ეს არაფერს არ მოსცემდა ქვეყანას. დაანგრევდა და დაშლიდა.

მთავარია, მომავალში ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების სწორი ქმედება.საქართველო იქნება ძალიან საინტერესო საინვესტიციოდ. შეიძლება იმდენად საინტერესოც იყოს, რომ ჩვენ მივიღოთ დუბაის მსგავსი აღზევება საქართველოში. 15-20% ალბათობით ამას ვამბობ.” - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები