სტალინის ძეგლები

თელავში გახსნილი სტალინის ძეგლის დემონტაჟი 5 დღის ვადაში მოხდება

0 კომენტარი
სტალინი ფოტო: გიორგი მაჩიტიძე

თელავში 1 სექტემბერს გახსნილი სტალინის ძეგლის დემონტაჟი 5 დღის ვადაში მოხდება. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი, თეკლა იანვარაშვილი, საუბრობს.

”ეს ძეგლი რომ გაიხსნა ამაზე იყო სიტყვიერი შეთანხმება წინა გამგებლის მხრიდან. და ძეგლის გახსნა მოხდა კანონდარღვევით. გავუგზავნეთ სტალინელებს მოთხოვნა დემონტაჟთან დაკავშირებით. მიეცათ 5 დღის ვადა. ამ ძეგლის დემონტაჟი კანონის ფარგლებში მოხდება.” - აღნიშნავს იანვარაშვილი.

სტალინის ძეგლი თელავში საერთაშორისო ორგანიზაცია სტალინელისა და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით გაიხსნა. მონუმენტი შემოწირულობებით გაკეთდა. თუმცა, იმავე ღამეს აღნიშნული ძეგლი, ფერადი საღებავით შეღებეს

შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლები კახეთის რამდენიმე სოფელში დგას. მათ შორისაა  წინანდალი, ზემო ალვანი, ვანთა და აკურა. მონუმენტი არის ასევე კიკეთშიც.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები