სტალინის ძეგლები

თელავის გამგეობა ვანთაში დადგმული სტალინის ბიუსტის საკითხს განიხილავს

თელავის გამგეობა სოფელ ვანთაში დადგმული სტალინის ბიუსტის საკითხს განიხილავს. გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, თეკლა იანვარაშვილის თქმით, ვანთაში ბიუსტი ბევრად ადრე დადგეს, ვიდრე თელავში.

”ეს საკითხი არის ჯერჯერობით შესასწავლი გამგეობის მხრიდან. გუშინ დავინტერესდით ამ თემით და არის შესწავლის პროცესში.როგორც გვაქვს ინფორმაცია, ეს არის კერძო საკუთრებაზე დადგმული და ბევრად ადრე ვიდრე ის ძეგლი, რომელიც ახლახანს თელავში.”- აღნიშნავს იანვარაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სოფელ ვანთაში იოსებ სტალინის ბიუსტი ვალერი კირვალიძის საცხოვრებელი სახლის გალავანზე, მაღაზიის წინ დგას. ოჯახის წევრის, დალი კირვალიძის თქმით,  ბიუსტი  გალავანზე უცნობმა პირებმა თვითნებურად მაშინ დადგეს, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლები კახეთის რამდენიმე სოფელში დგას. მათ შორისაა წინანდალი, ზემო ალვანი და აკურა.

კომენტარები