იბერია TV

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი # 106 ლიცენზიას იბერია TV-ს გადასცემს

0 კომენტარი

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი # 106 ლიცენზიას იბერია TV-ს გადასცემს. ამის შესახებ პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული.

"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი წინა ხელისუფლების დროს ტელეკომპანია "იმედის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და როგორ ცდილობდა იმჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაზე კონტროლის დაწესებას და მისი აქტივების ხელში ჩაგდებას. ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ჯოზეფ კეის გამოყენებით, მათ მოახერხეს და დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა, ჩააყენეს სახელისუფლებო პროპაგანდის სამსახურში.” - წერია განცხადებაში.

ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია იმედის ე.წ მფლობელები იძულებული გახდნენ, არხი კანონიერი მესაკუთრისთვის დაებრუნებინათ. თუმცა, მედიაჰოლდინგის აქტივების დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა, რადგან ისინი უკვე გასხვისებული ან მითვისებული იყო.

”გვსურს ასევე საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შემდეგ ჰოლდინგის საკუთრებაში აღმოჩნდა #106 ლიცენზია, რომელიც როგორც ირკვევა, წარსულში "იბერია TV"-ს საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯოზეფ კეის და მსგავსი ელემენტების გამოყენებით, იმჟამინდელი ხელისუფლება ჰოლდინგური კომპანიის მეშვეობით აკონტროლებდა "ტელეიმედს" და ამავდროულად ფლობდა აღნიშნულ ლიცენზიას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის უცხო არ არის იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მისი ემისრების ქმედებების ფორმები და ამგვარი ქმედებების შედეგად მიღებული უსამართლობის და განუკითხაობის განცდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მზად ვართ, კეთილი ნების საფუძველზე, გადავცეთ #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს.” - წერია განცხადებაში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები