იბერია TV

ზაზა ოქუაშვილი: მზად ვარ კუთვნილი ლიცენზია დაუყოვნებლივ მივიღო

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი იბერია TV-ის კუთვნილი ლიცენზიის დაუყოვნებლივ მისაღებად მზად არის. როგორც ოქუაშვილი საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, იბერია TV-ის კანონიერი მფლობელი თავად არის.

"მოხარული ვარ და მინდა მივულოცო იბერია TV-ს გულშემატკივრებს, იბერიის ყოფილ თანამშრომლებს, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას, რომ იმედისა და იბერია TV-ს ამჟამინდელმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება - უანგაროდ დაუბრუნოს იბერია TV-ს კუთვნილი ლიცენზია სექტემბერში ჩანიშნული სასამართლო მოსმენის გარეშე. ჩემი მხრივ, როგორც იბერია TV-ს კანონიერი მფლობელი, მზად ვარ კუთვნილი ლიცენზია დაუყოვნებლივ მივიღო საქართველოში არსებული კანონების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანხმობით და მონაწილეობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობას მალე ექნება კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციის მიღებისა იბერია TV-ს სახით და იბერია TV-ს მომავალ ჟურნალისტებს კვლავაც ექნებათ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული მასმედიის განვითარებაში", - ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი #106 ლიცენზიას იბერია TV-ს გადასცემს. ამის შესახებ პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული.

კომენტარები