ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

გიგი უგულავა პრემიერს: ერთად გავისეირნოთ "დანგრეულ პლეხანოვზე"

ტაბულა

თბილისის მერი გიგი უგულავა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. როგორც უგულავა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ "პლეხანოვი გადაღებეს და დაანგრიეს".

"გულწრფელად არ მსურს პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდე ამ თემასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ის, რაც გაკეთდა, აშენდა და დამშვენდა, გაკეთდა თბილისის, თბილისელებისთვის, თბილისის სტუმრებისთვის, მისი წარსულის უკვდავსაყოფად, კომფორტული აწმყოსთვის და წარმატებული მომავლისთვის. ამიტომ, როგორც უფროს კოლეგას, ვთავაზობ ბატონ ბიძინას, ერთად გავისეირნოთ "დანგრეულ პლეხანოვზე", აოხრებულ ლეღვთახევში, ზემო კალაში. ერთად ავიდეთ მეტეხის წარბზე. მე პირადად ვიქნები თქვენი გიდი და გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს", - მიმართა თბილისის მერმა პრემიერს. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქართველ ექსპერტებთან ოთხსაათიანი შეხვედრა გამართა. 

კომენტარები