ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: მთავრობას სჭირდება კონტროლი, რომ დასავლური გზა შევინარჩუნოთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეექვსე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ ევროპისა და დასავლეთისკენ არჩეული გზის შენარჩუნებას, მთავრობის კონტროლი სჭირდება.

"მეორე მიზეზი რის გამოც მთავრობას მუდმივად სჭირდება საზოგადოების კონტროლი, ქვეყნის მიერ ევროპისა და დასავლეთისკენ არჩეული გზის შენარჩუნებაა. გზის, რომელსაც მივყავართ თავისუფლებსიკენ, ღირსეული მომავლისკენ, უკეთესი საქართველოსკენ. ამ გზიდან არგადახვევას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოსთვის.

დღეს ბევრს საუბრობენ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. თავიდანვე ვამბობ, დიახ, მე მინდა ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, მაგრამ ასევე ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს ურთიერთობა რუსეთთან ვერ გაუმჯობესდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი მიხვდება - შეუძლებელია საქართველოს დამორჩილება, მისი გადაყვანა ევროპული გზიდან, ასე იყო ლიტვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ლატვიაში და ასე აუცილებლად იქნება საქართველოშიც.

მე ვიცი, რას ნიშნავს რუსეთთან დიალოგი. მე ვიყავი მონაწილე იმ მოლაპარაკებების, რომლის შედეგადაც საქართველოდან გავიდნენ რუსი მესაზღვრეები. მე ვიყავი მონაწილე იმ მოლაპარაკებების, რომლის შედეგადაც 1999 წელს რუსეთი დათანხმდა საქართველოდან ბაზების გაყვანას ამიტომ მე ვიცი როგორი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი რუსეთთან, კონსტრუქციული, მშვიდი, მაგრამ ამავდროულად უკიდურესად პრინციპული, კრიტიკული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული და ნებისმიერი სხვა ფორმა, თავის დახრა, კრიტიკაზე უარის თქმა პირფერობა ყველაფერი მხოლოდ საპირისპირო შედეგამდე მოგვიყვანს. თავისუფლება და ევროპული მომავალი მიიღწევა არა დათმობებით, არამედ პრინციპულობითა და საკუთარი ინტერესების დაცვით. გავიხსენოთ 20 წლის წინანდელი საქართველო, როცა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ყველაფერი დაუთმო რუსეთს, შევედით დსთ-ში, საქართველოში 25 წლით დაკანონდა რუსული ბაზები, თანამდებობებზე დაინიშნენ მოქმედი რუსი გენერლები და შედეგათ რა? არც ერთი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის გასამთლიანებად და პირიქით, ტერაქტი, არეულობა და დამთმობი პრეზიდენტის თავიდან მოცილების მცდელობა. გავიხსენოთ ისტორია და 20 წლის შემდეგ ნუღად დავუშვებთ იგივე შეცდომას." - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები