ეკონომიკური ზრდა

ხადური: დასაქმების შემცირებაზე IMF-ის წარმოუდგენელი პროგნოზი დაიდო

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილ პროგნოზს არ ეთანხმება. ამ პროგნოზის მიხედვით, 2013 წლისთვის ეკონომიკა 2.5%-ით, ხოლო უმუშევრობა 16.7%-მდე გაიზრდება. მომავალი წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში უმუშევრობის კიდევ უფრო მეტად - 17.3%-მდე ზრდას ვარაუდობს.

"ცხადია, ჩვენ ვმუშაობდით ამ პროგნოზებზე და არ ვეთანხმებით მათ. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ სრულიად წარმოუდგენელი პროგნოზი დაიდო სავალუტო ფონდის მიერ დასაქმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და ფინანსთა სამინისტროსთან. არანაირი ფაქტობრივი მონაცემი არ ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა, რაიმე პრობლემა იყოს", - განაცხადა ხადურმა. 

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის ბოლოს უმუშევრობის მაჩვენებელი 15% იყო. 2012 წლის მეოთხე კვარტლიდან 2013 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. 

კომენტარები