კბილაშვილის გადადგომა

გოკა გაბაშვილი: არჩილ კბილაშვილის მიზანი ნაციონალური მოძრაობის დასუსტება იყო

financial.ge

მთავარი პროკურორის განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრები აფასებენ. გოკა გაბაშვილის განცხადებით, არჩილ კბილაშვილის მიზანი ნაციონალური მოძრაობის დასუსტება იყო, რაც მან კარგად შეასრულა. უმცირესობის წევრმა პროკურორის თანამდებობაზე კბილაშვილის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის კანდიდატურაზე ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ურთიერთობა ნაცვლიშვილთან უკეთ გამოსდის, ვიდრე მოქმედ პროკურორთან.

უმცირესობის წევრის გიორგი თევდორაძის განცხადებით კი, კბილაშვილის გადადგომა გუნდური გადაწყვეტილება იყო. მისი შეფასებით, მთავრობა პროკურატურის უსუსური მუშაობის გადაფარვას ცდილობს. 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს გააკეთა. ის პოსტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები